ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის განცხადებაზე - ერთადერთი რაც პირზე აკერიათ, ეს არის „კლანი“, თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ერთადერთი რაც პირზე აკერიათ, ეს არის „კლანი“, თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

კობახიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორმა მაიკ პომპეოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ წაუდგინეს.

„ძალიან საინტერესო იყო, ერთ-ერთი მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ესაუბრებოდნენ მაიკ პომპეოს სასამართლოში არსებულ პრობლემებზე და მაიკ პომპეომ კითხვა დასვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჰქონდათ მათ მტკიცებულებები სასამართლოში არსებულ პრობლემებზე. ამაზე მათი პასუხი იყო ის, რომ მტკიცებულება იყო იქ კლანის არსებობა, ანუ ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიყვანეს იმასთან დაკავშირებით, რომ იქ არის ან კორუფციის გამოვლინება ან რაიმე სხვა უხეში ხარვეზები სასამართლო სისტემაში. ერთადერთი რაც პირზე აკერიათ ეს არის კლანი, თუმცა, რომ ჩაუღრმავდებიან უკვე სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, სასამართლო საქმეებს, უკვე არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, რაც ამ კომენტარშიც ძალიან კარგად გამოიკვეთა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას განცხადებით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე სასამართლოს საკითხი ორ კონტექსტში იყო განხილული, კერძოდ, სასამართლო, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში და სასამართლო, სადაც კორუფციის პატარა ტენდენციები შეინიშნება. „მან კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ, როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს,”- განაცხადა გვილავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს