მაია ცქიტიშვილი - ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი და ამის ნათელი დასტური იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი

სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ნაწილში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობა, ფასეულობებს ეფუძნება და პირველ რიგში ესაა დემოკრატიული ღირებულებები. ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ასპექტების გაძლიერება ჩვენი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ჩვენ დავინახეთ რამდენად აქტიური დღის წესრიგი ჰქონდა სტუმარს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის შეხვედრა, გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ. ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი და ამის ნათელი დასტური იყო სახელმწიფო მდივნის ვიზიტი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა