სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით არაჩვეულებრივი პარტნიორია, ის, რისი ხაზგასმაც სახელმწიფო მდივანს სურს, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერაა

საქართველო სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით არაჩვეულებრივი პარტნიორია და ამიტომ ის, რისი ხაზგასმაც სახელმწიფო მდივანს სურს, არის საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა. უნდა გახსოვდეთ, რომ ქვეყნის 20 პროცენტი რუსების მიერ ოკუპირებულია და საქართველო აგრძელებს მოსკოვის მიერ შექმნილი არასტაბილურობის ელემენტისთვის წინააღმდეგობის გაწევას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ თბილისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომელზედაც საქართველოს შესახებ ისაუბრეს.

დეპარტამენტის მაღალი რანგის პირმა აღნიშნა, რომ მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის გზავნილი მის მიერ საქართველოში ჩამოყალიბებული სხვადასხვა ინსტიტუტის მხარდაჭერაა.

„ისინი ძალიან მტკიცე პარტნიორები არიან და მდივანს სურს ხაზი გაუსვას მხარდაჭერას საქართველოში ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მიმართ, იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში ეს ინსტიტუტები უფრო სრულყოფილი გახდნენ და ეს არის რეალური გზავნილი და ის, თუ რატომ ჩამოვიდა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან: პრეზიდენტთან, პრემიერ- მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შესახვედრად“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მაღალი რანგის თანამშრომელი შეხვედრას გამართავს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართულები.

„კიდევ ერთხელ გაესმევა ხაზი დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური საზოგადოების მხარდაჭერას ამ ინსტიტუტების განვითარებაში და კიდევ ერთხელ გაჟღერდება გზავნილი: გამოიყენეთ ინსტიტუტები და თქვენს მიზანს ნუ აღწევთ მათი ბოიკოტირების გზით,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

იხილეთ განცხადება სრულად

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა