გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის მყარი - არაფერი შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით

„ევროპული საქართველოს“ პოზიციაში არაფერი იცვლება, ჩვენი პოზიცია არის მყარი. არაფერი შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებას.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ძალიან საყურადღებო იყო ის გზავნილი, რაც ჰქონდა ვიზიტისას მდივან პომპეოს და რა თემაც იყო მისთვის წუხილის საგანი.

„რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგს, იქაც აღწერილი ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, ის უნდა შეიცვალოს.

რაც შეეხება ტაქტიკურად, რა გზა მიაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რომელიმე სპიკერს სწორად, ამ გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია. ეს ასე არის და შეერთებული შტატები იმით განსხვავდება სწორედ და თავისუფალი სამყაროს ლიდერი სწორედ იმიტომ არის, რომ ასე არ დგას საკითხი, რომ მიუთითონ რომელი გზა უფრო სწორია და ამაზე რაიმე მითითება ან ინსტრუქცია მისცენ ვინმეს, მთავრობას ან ოპოზიციას.

თუმცა, პრობლემა გვაქვს ძალიან მძიმე. როგორც არის აღწერილი არჩევნები ამ მოკლე კომენტარებშიც კი გამოხატავს იმ მძიმე ვითარებას, რაც ივანიშვილმა შექმნა და როგორ კრიზისშიც შეიყვანა ქვეყანა. ამ კრიზისიდან გამოყვანა კი ვერ მოხდება ახალი არჩევნების გარეშე“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, წინა არჩევნების მსგავსი დარღვევები დაინახეს, მათ შორის, მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდეს.

"ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა