ზაზა ვაშაყმაძემ ირანის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

საქართველოში ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროებით რწმუნებულთან (ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან) რასულ ესლამთან შეხვედრა გამართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” რელიგიის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომლები გიორგი პატაშური და ზვიად ტყაბლაძე, ირანის დროებითი რწმუნებული (ელჩის მოვალეობის შემსრულებელი) რასულ ესლამი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, დავუდ ზარე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, მრჩეველი კულტურის საკითხებში ჰამიდ მოსტაფავი, საქართველოში ირანის საელჩოს თარჯიმანი სოსო ონიკაშვილი.

მათი ცნობით, შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარეს ირანის მხარემ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერისტეტის საქმიანობის შესახებ, გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების და მომავალი საგანმანათლებლო საქმიანობის პერსპექტივების თაობაზე.

“საუბარი ასევე შეეხო რელიგიის სააგენტოს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, ყოველწლიურ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს.

რასულ ესლამიმ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს სტუმრობისთვის დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიის მიმართულებით და მუსლიმი თემის დაფინანსებისა და მეჩეთების გადაცემის მექანიზმები. ასევე პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ საქართველოში სუნიტი და შიიტი მუსლიმები ერთად მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრობენ, რაც წარმოადგენს ერთიან დამოუკიდებელ ქართულ ისლამურ ფენომენს. ირანულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ რელიგიურ თავისუფლებას და მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს რელიგიის სააგენტოს მიერ მუსლიმი თემისადმი გაწეული დახმარებისათვის. შეხვედრის დასასრულს ირანულმა მხარემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა”, - აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა