გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე - ავტორიტარულ რეჟიმებს წაყრუება ახასიათებთ ხოლმე, ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილმა ეს გზავნილი გაიგოს

ავტორიტარულ რეჟიმებს ახასითებთ წაყრუება ხოლმე, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილმა ეს გზავნილი გაიგოს, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება.

ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ბიძინა ივანიშვილმა კარგად გაიგოს.

„ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. აშშ-ის არჩევნების შემდეგ, ამდენი გამოწვევის ფონზე, თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოდის ორ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს და მისი სუვერენიტეტის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის ფონზე და ქვეყნის შიგნით ამ უმძიმესი გამოწვევისას, რაც დემოკრატიას და სამართლიან არჩევნებს უკავშირდება. თავისუფალი სამყაროს დიპლომატიურ ენაზე, ეს არის ის, რისი თქმაც ხდება ხოლმე ყოველთვის აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. თუმცა, ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ წაყრუება ხოლმე, ამიტომ, ბევრჯერ მკითხეს, ივანიშვილი გაიგებს თუ არა ამ გზავნილსო, საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, რომ გაიგოს, რადგან სანამ ის ხელისუფლებაშია, ქვეყანა ყოველდღე ზიანდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ გამხდარა, რომ არჩევნები საზიანო ხარვეზებით ჩატარდა. დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები პრეტენზიების მქონე მხარეებს სამართლებრივი გზებით ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა