ბადრი ჯაფარიძე - დებატების ოპოზიციას არ ეშინია, მათ უნდა ეშინოდეთ იმ სიმართლის, რომელიც სწორედ იმ ფაქტებშია, რაც დადგენილია

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციას ხელისუფლების წარმომადგენლებთან დებატების არ ეშინია.

ჯაფარიძის თქმითვე, დებატებში ყველა ტელევიზია უნდა იყოს ჩართული.

„დებატებს მოვუწოდებდით ჩვენ არჩევნებამდე და ერთხელაც არ შეიწუხეს თავი დებატებისთვის. დებატების ოპოზიციას არ ეშინია, მათ უნდა ეშინოდეთ იმ სიმართლის, რომელიც არის სწორედ იმ ფაქტებში, რომელიც დადგენილია, რომლის შესახებაც საჩივრები იქნა წარდგენილი. სამწუხაროდ, მათ მიერ კონტროლირებადმა ცესკომ არ განიხილა არც ერთი საჩივარი. რაც შეეხება დებატებს, უნდა მოხდეს ფართო საზოგადოების ჩართულობით და ასევე, ჩვენი აზრით, უნდა იყოს, ყველა ტელევიზია ამ დებატებში ჩართული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო