გიორგი ვაშაძე - მესამე რაუნდში მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მთავარი გასაღები მათ ხელშია

ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის მესამე რაუნდისთვის და მათი მოთხოვნები უცვლელია.

„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მოწოდება არის შეთანხმებისკენ. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება რეალურად. ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდში მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქ არ არის იმაზე, მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ, მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. როგორც ჩვენსკენ იყო გზავნილები, ისე მათკენ იყო გზავნილები, რომ დეპოლარიზაცია და კატასტროფული დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას. რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენ დამატებით მოთხოვნებს არ ვაყენებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს