ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სისტემა წკიპზეა - ასეთ დატვირთვას, მაქსიმუმ ორი კვირა და  ვეღარ გაუძლებს

ჯანდაცვის სისტემა წკიპზეა - ასეთ დატვირთვას, მაქსიმუმ ორი კვირა და ვეღარ გაუძლებს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სამედიცინო სისტემაში სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რადგან უკვე დაგვიანებულია და გამოსავალი მხოლოდ სისტემის სწორი მართვაა.

„თუკი ცვლილებები არ იქნება განხორციელებული მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში, პირდაპირ გეტყვით, ასეთ წნეხს ჩვენი სამედიცინო სისტემა ვერ გაუძლებს, გადაიტვირთება. მინდა გითხრათ, რომ უკვე 10%-ს მიაღწია თვითონ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა მთლიან ინფიცირებულთა რაოდენობაში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. როგორც მინისტრი ამბობს, საწოლები არ არის მხოლოდ თემა - თემა არის ვინ უნდა მოემსახუროს პაციენტებს. ჩემნაირი ექიმების გადამზადება და მობილიზაციაც უნდა ხდებოდეს საჭიროების შემთხვევაში, რომ კლინიკებში წავიდეთ და ვიმუშაოთ, სტუდენტებზე რომ აღარაფერი ვთქვა. მხოლოდ ერთი კვირის წინ გაჟღერდა სტუდენტების ჩართულობის საკითხი, მაგრამ ვაგვიანებთ. ვაგვიანებთ ოჯახის ექიმის გადამზადებას, ვაგვიანებთ ადამიანების ინფორმირებას. ჯანდაცვის სისტემა ჩათვალეთ, რომ არის წკიპზე - ასეთ დატვირთვას, მაქსიმუმ ორი კვირა და ვეღარ გაუძლებს“, - განაცხადა კობერიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს