დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანია მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნოს, ოღონდ მშვიდობიანი გამოსავალი გაყალბების ლეგიტიმაციის ხარჯზე ვერ იქნება - სტაბილურობისკენ გზა ახალ არჩევნებზე გადის

მნიშვნელოვანია მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნოს, ოღონდ მშვიდობიანი გამოსავალი გაყალბების ლეგიტიმაციის ხარჯზე ვერ იქნება - სტაბილურობისკენ გზა სწორედ ახალ არჩევნებზე გადის, - აღნიშნული განცხადება პარტია “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოსავალი არის ერთი - როცა მთავრობას ნდობის მანდატი არა აქვს და არჩევნების სანდოობა კითხვის ქვეშ დგას, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

“არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეთანხმება ყველა, როგორც აშშ-ს საელჩო, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი. დარღვევებთან და დარღვევების სიმძიმესთან დაკავშირებით პოზიციები არის ძალიან ახლოს. რაც შეეხება იმას, უნდა მივიღოთ თუ არა, უნდა დავეთანხმოთ თუ არა ამ ტიპის დარღვევებს და იმ ტიპის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ასეთი მძიმე დარღვევებისგან გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები. ამ თემაზე ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ. საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრისა და მოსახლეობის გადასაწყვეტი, რამდენად მისაღებია არჩევნების გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა. ჩვენი ამოცანა ქუჩაში გასვლა არ არის. ჩვენი ამოცანა არ არის დესტაბილიზაცია. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა, მაგრამ იმ ხარისხის დარღვევებმა, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა, ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელი გახადა“, - განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა