თბილისის ინფექციური საავადმყოფო - თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს და ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე მოხდება მისი ჰოსპიტალიზაცია.

„ისევე როგორც გუშინ საღამოს, ამ საღამოსაც თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს: სხეულის ტემპერატურა 37.7 გრადუსი(დილაობით შედარებით დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება). ყელის და თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ხშირი ხველა. ამ დროისთვის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი მკურნალობას სახლში განაგრძობს და ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდება.

იგივე მდგომარეობაა თენგიზ ცერცვაძის მეუღლის შემთხვევაშიც. ანა თოფურიას სიმპტომები ყელის ტკივილით და 37.0 გრადუსი ტემპერატურით შემოიფარგლება.

თენგიზ ცერცვაძე ყველა იმ პირს მადლობას უხდის, ვინც დაინტერესებულია მისი გამოჯანმრთელებით და ყურადღებით ეკიდება არსებულ ვითარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა