მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტი უნდა იქცეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთკავშირის ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძვლად

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ "ანაკლია" როგორც პირდაპირი, ასევე მეტაფორული საზრისით, არის მსოფლიოს კარიბჭე კავკასიაში და კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში!, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიას მშენებლობით, საქართველო იძენს უდიდეს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას.

“საქართველოსთვის ამ დონის ინვესტიცია გულისხმობს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიათა გაძლიერებას. გარდა ამისა, ქვეყანა ამით აცხადებს, რომ შეუძლია შექმნას სატრანსპორტო დერეფანი უდიდესი რაოდენობის ტვირთთა გასატარებლად წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანემდე. ასევე, მათ გადასამუშავებლად და ადგილზე საწარმოებლად. იგულისხმება, სამეგრელოს რეგიონის განვითარება, ასევე ახალი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან საერთო ინტერესისა და ერთად საქმის კეთების საფუძველზე. ეს გახდება ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში აფხაზ და ოს თანამემამულეებთან. მთლიანობაში, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ანაკლიის პროექტი უნდა იქცეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთკავშირის საფუძვლად. ამერიკა არ შეეგუება, რომ ამჟამინდელმა მმართველმა კლანმა მიიტაცოს ქართული სახელმწიფო. არადა, საფრთხე რეალურია და ეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა კარგად იციან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ოლიგარქიული მმართველობა, რომელმაც გახრწნა ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, წაართვა ამომრჩეველს ფუნდამენტური უფლება — არჩევანის უფლება. ეს სუფთად რუსული სცენარია, რასაც ამერიკა მთელს მსოფლიოში ეწინააღმდეგება”, -აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცების და მისი დეგრადირების მცდელობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ ბრძოლა.

“ხელისუფლებამ გააჩერა პროექტი, რომლის მხარდამჭერები და კონტრიბუტორები იყვნენ ამერიკული და ევროპული კომპანიები, რომლებმაც დიდი ინვესტიციები განახორციელეს ურთულეს რეგიონში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ ოთხ კილომეტრში! "ქართული ოცნების" მთავრობამ ამ ინვესტიციის და სხვა ინვესტორთა შენატანის ექსპროპრირება გაბედა და ეს მოხდა თვით სახელმწიფო მდივან, პომპეოს ანაკლიის პროექტის მხარდამჭერი განცხადების ფონზე. მაიკ პომპეომ მოგვიწოდა, სასწრაფოდ დავასრულოთ ანაკლია, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია. ვფიქრობ, სწორედ ეს საკითხები იქნება პრიორიტეტული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თბილისში ყოფნისას”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო