ფილმი - „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანში, სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

ქართველი რეჟისორის, გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი - „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანში, სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე, სადაც 123 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გოგი თორაძის ფილმი დასახელდა ლაურეატად და ერთ-ერთ გამარჯვებულად ნომინაციაში - მოკლემეტრაჟიანი სატელევიზო ფილმები ფეხბურთზე.

„24-წუთიან დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია ძმები არველაძეების ისტორია, რომლებიც მსოფლიოში გამოირჩევიან, როგორც სამი ძმა, ვისაც ერთდროულად უთამაშია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.

გოგი თორაძემ შოთა, არჩილ და რევაზ არველაძეების შესახებ დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალზე წარსადგენად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით მოამზადა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გოგი თორაძის ფილმი ქართული ფეხბურთის ისტორიაზე - „ჩვენი ფეხბურთი“ ასევე მილანის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი გახდა, ხოლო ფილმმა „ქართული კალათბურთი“ იტალიაში გამართულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო.

ქართველი კინორეჟისორი სპორტული თემატიკის სხვა არაერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმის ავტორი და სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა