მიხეილ სააკაშვილი - ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის კონტექსტში და აღნიშნა: „გვეუბნებიან: კი არჩევნები გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც რაღაცაზე მოილაპარაკოთ“.

„ჯერ ერთი, მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის დელეგაციის შეხვედრა დაანონსებული არ იყო და ბოლო წუთში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიკერი, რომელიც არის ევროპის და აზიის მიმართულების ხელმძღვანელი, შეხვდა ჯერ არასამთავრობო სექტორს, შემდეგ ქართულ ოპოზიციას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაინახეს, რომ ძალიან მძლავრი პროტესტი იყო შაბათს, თბილისში და ბათუმში. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბებით ჩატარდა, არ შეესაბამებოდა არჩევნებისთვის დაწესებულ სტანდარტებს და ისინი შეხვდნენ ოპოზიციას.

როგორც ვიცი, ოპოზიციამ რაც ელაპარაკა დარღვევებზე, წინააღმდეგობრივი არგუმენტები მათ არ ჰქონდათ, ისინი ხვდებიან, რომ ყველა დარღვევას და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ამბობენ, კი, გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც მოილაპარაკოთ.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და ვერ მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ახლა გვაქვს დასაკარგი დრო, რომ ვიღაც შევიდეს, დაჯდეს, იცოდვილოს გაყალბებულ პარლამენტში და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს?“,- აღნიშნა მან და დასძინა: „არავის ვახვევ ჩემ აზრებს“.

სააკაშვილმა ისაუბრა განცხადებებთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმადაც ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლია. სააკაშვილის თქმით, ოპოზიციაში ღირსეული ლიდერები არიან და არავის აბულინგებს.

„ერთი რასაც აკეთებენ, ახლა ამბობენ: „მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლია“. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში ღირსეული ლიდერები არიან, რომლებიც არავის ბულინგის მსხვერპლი არ არიან, მითუმეტეს ივანიშვილის და სააკაშვილის რანაირად უნდა გახდნენ? მე არც ხელისუფლება მაქვს, არც ადგილზე ვარ, მე არავის არ ვაბულინგებ, მხოლოდ მხარს ვუჭერ. ყველა ოპოზიციური ლიდერი დადგა ძალიან მყარად. მთელი მათი ლაპარაკი, რომ ვიღაცებს ველაპარაკებით, ვიღაცები პარლამენტში შევლენ - ერთ-ორ ადამიანს შეიძლება თავში უტრიალებს, მაგრამ ისინი ლიდერებს შორის არ არიან, უამრავ სიაში სხვადასხვა ხალხია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს