დავით კირკიტაძე - „სირცხვილის კორიდორის“ იდეა ნამდვილად არ მომწონს და არ ვეთანხმები

ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არავითარ მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებდით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის ფარულად ემზადება.

კირკიტაძის თქმით, ხელისუფლება აღნიშნულზე შეგნებულად საუბრობს და შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები.

„შეგნებულად აცხადებენ და შეცდომაში შეგნებულად შეჰყავთ ადამიანები. უტიფრად გვიყურებენ და უკვე 8 წელია გვატყუებენ. ეს ხომ ანომალიაც აღარ არის?!“,- აღნიშნა კირკიტაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად კონსტრუქციულად და მშვიდობიანად გააგრძელებს პროტესტს იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს.

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ამომრჩეველს, თუმცა რაც ჩატარდა 31 ოქტომბერს ვერ დავარქმევთ არჩევნებს. ხალხო, საშინელ მატყუარებთან გვაქვს საქმე. მეორე ტურების დღეს 21 ნოემბერს, ჩვენ არაფერს არ ვერჩით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს და „სირცხვილის კორიდორების“ იდეა ვისაც დაებადა, შეუძლია განახორციელოს - ეს იყო დაგეგმილი მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდოდნენ, თუმცა მე ნამდვილად არ მომწონს ეს იდეა და არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა „ქართულ ოცნება“ ამას თუ უნდა დაარქმევს არჩევნებს, მაგრამ ამას არჩევნები ნამდვილად არ ჰქვია. ჩვენ მეგობრებთან, კოლეგებთან, თანამებრძოლებთან ერთად შევთანხმდებით და 21 ნოემბრის გეგმას აუცილებლად გამოვაცხადებთ“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო