დავით სერგეენკო - მჯერა, კომპრომისი მოინახება - ახლა ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ პოლიტიკური კომფორტისა და დისკომფორტის გამო მივიღოთ რბილი გადაწყვეტილებები

მოლაპარაკება და კომპრომისზე წასვლა ორივე მხარის მიმართ წაყენებული მოთხოვნაა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, ახლა რომ ბევრად უფრო მშვიდი პერიოდი იყოს, მიდგომები იქნებოდა სხვანაირი, თუმცა ახლა არ არის რესურსი, რომ პოლიტიკური კომფორტისა და დისკომფორტის გამო რბილი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

დავით სერგეენკოს თქმით, არ არის ნორმალური, როდესაც პარლამენტში მხოლოდ პოზიციაა და არ არის ოპოზიცია.

„საწყისი წერტილი არის, რომ ზოგადადაც და არსებულ სიტუაციაშიც განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა, ეს ყველაფერი ქვეყნის გადამრჩენია. პარლამენტი, თუკი მასში ოპოზიცია არ მოხვდება, არ იქნება ისეთი ძლიერი. არ არის ნორმალური, როდესაც პარლამენტში მხოლოდ პოზიციაა და არ არის ოპოზიცია. ასეთი პარლამენტი ეფექტიანად ვერ მუშაობს. ეს რომ ბევრად უფრო მშვიდი პერიოდი იყოს, ვიდრე ახლა გვაქვს, ვფიქრობ, რომ მიდგომა იქნებოდა უფრო სხვანაირი. ახლა ჩვენ არ გვაქვს ამის რესურსი, რომ რაღაც პოლიტიკური კომფორტისა და დისკომფორტის გამო მივიღოთ რბილი გადაწყვეტილებები. პოზიციამ თავისი შეთავაზება გააკეთა, ოპოზიციამ თავისი პოზიცია გამოხატა და გვაქვს მოლაპარაკება მედიაციის საშუალებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა გაითავისებს იმას, რომ ჩვენ რეალურად ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ერთი წუთით რომ გადავდოთ პანდემია და ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს და ვნახოთ რა დაგვრჩება, დაგვრჩება ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური პერსპექტივა, არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. სწორედ ამას სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და არა მათთვის ხელის შეშლა, რაიმე სახით - იქნება ეს ბოიკოტი, „სირცხვილის დერეფანი“, თუ „უსირცხვილობის გვირაბი“, ეს არის მოცემულობა. მჯერა, რომ კომპრომისი მოინახება და ამ რწმენას მაძლევს ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ძალიან ცალსახად აყალიბებენ თავის პოზიციას.

ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება და კომპრომისზე წასვლა ორივე მხარის მიმართ წაყენებული მოთხოვნაა და არა მხოლოდ ხელისუფლების. ამის დაჯერებას მაძლევს, რომ რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება მონახული, ის ფორმატი, რითაც ახლა მოლაპარაკებები მიდის და საერთაშორისო პარტნიორების ის დასკვნები, რომლებიც იქნა გასაჯაროებული“, - განაცხადა სერგეენკომ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს