ბერლინში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 365-მდე გაიზარდა

ბერლინში ათასობით მოქალაქემ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოსალოდნელი ახალი შეზღუდვები გააპროტესტა.

მათი აზრით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გეგმა ზედმეტად ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს.

აქციის მონაწილეებს ბანერები ეკავათ სლოგანით - „მშვიდობა და თავისუფლება“.

„დოიჩე ველე“ ბერლინის პოლიციის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ აქციაზე სამართალდამცვლებმა სულ მცირე 365 ადამიანი დააკავეს. დაპირისპირების დროს კი 10-მდე სამართალდამცავი დაშავდა. გამოცემის ცნობითვე, პოლიცია დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. პოლიციამ შეტაკებისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს