ახალგაზრდობის სააგენტო სამეგრელოში "შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს" ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების „ახალგაზრდული მუშაკის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, სამეგრელოში, „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ ეწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, უნივერსიტეტში პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკები, პირველ, სახელმწიფოსგან აღიარებულ ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს გაივლიან.

მათივე განმარტებით, შეხვედრის მიზანია, სასწავლებელთან სამუშაო პრინციპების განსაზღვრა პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის მომზადება–განხორციელების ეტაპზე, ახალგაზრდების ჯგუფის და თემების განსაზღვრის პროცესის მონიტორინგი, რათა პროგრამა გამართულად და დროში შეუფერხებლად გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა ახალგაზრდობის სააგენტომ მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალგაზრდული საქმიანობის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო.

"გადამზადების პროგრამის დაწყება, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამით, პირველ ეტაპზე, ღია კონკურსის გზით შერჩეული 27 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება, საქართველოს 9 რეგიონიდან.

პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს მონაწილეები საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან. მონაწილეებს შორის მოცემული პროფესიული სასწავლებლებიდან თითო თანამშრომელიც არის წარმოდგენილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ. შესაბამისად, პროგრამის ამოქმედება ასევე ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებას და პოპულარიზებას", - აცხადებენ სააგენტოში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა