გადაუდებელი სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, შინდისის და კრწანისის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ანთიმოზ ივერიელის და ონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას. სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, სუხიშვილის, გუმათგესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურგესის, იდუმალის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეიოვნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დავარის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, ძოწენიძის, გამრეკელის, ნუცუბიძის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

როგორც „თელასში“ აცხადებენ კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ასევე დასძენენ რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა