სახელმწიფო დეპარტამენტი - მაიკ პომპეომ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოს კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მან ეუთო-ს მინსკის ჯგუფს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აღმოუჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა