იაპონიაში კორონავირუსის 2 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია

იაპონიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის,- შესაბამის მონაცემებს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გუშინ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაფიქსირდა, სადაც ერთ დღეში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მედიის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უახლოეს დღეებში ტოკიოში გარკვეული შეზღუდვების დაწესება იგეგმება, რომელიც ბიზნეს ობიექტებზე დასაქმებულების სამუშაო საათების შემცირებასა და დისტანციური მომსახურების ამოქმედებას ითვალისწინებს.

პანდემიის დაწყებიდან იაპონიაში კორონავირუსის 120 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 1 900-ს აჭარბებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა