ქარიშხალ „იოტას“ ცენტრალურ ამერიკაში 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქარიშხალ „იოტას“ ცენტრალური ამერიკის რეგიონში 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტიქიის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ჩრდილოეთ კოლუმბიიდან სამხრეთ მექსიკამდე მდებარე უამრავ სოფელში ქარიშხლისგან გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება და ღვარცოფი გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰონდურასის ქალაქი სან-პედრო-სულა დააზარალა. მთლიანად დაიტბორა ქალაქის აეროპორტი.

სტიქიის გამო ნიკარაგუას 160 000 და ჰონდურასის 70 000 მცხოვრები დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ნიკარაგუის აღმოსავლეთ სანაპიროს მე-5 კატეგორიის ქარიშხალი „იოტა“ ორი დღის წინ დაატყდა თავს. ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს 2 კვირის წინ კიდევ ერთი ქარიშხალი, „ეტა“ დაატყდა თავს, რომელსაც სულ მცირე, 200 ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა