გიორგი გახარია - დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ

დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.

„კოვიდ 19-თან ბრძოლასთან ერთად გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა - ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე დავიწყეთ ისეთ სერიოზულ რეფორმაზე მუშაობა, როგორიც არის დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა. დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელი კრიზისის პირობებში“,-განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა