კელი დეგნანი აშშ- ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს შეხვდა

აშშ - ის ელჩის რეზიდენციაში, საქართველოში აშშ- ის ელჩი კელი დეგნანი აშშ- ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე სახელმწიფოთა შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შედეგად გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგად, დაისახა ამერიკა - საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯები, ყოველთვის სასარგებლოა ჩემი თბილისში და ქალბატონი დეგნანის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ორმხრივი შეხვედრები. ეს ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები, ვაჭრობის მიმართულებები - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სპექტრი თანამშრომლობის, რომელზეც ერთად ვმუშაობთ,"- განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა