აშშ-ში საქართველოს ელჩი - როცა მაიკ პომპეოს ვიზიტის დეტალები განისაზღვრა, მაშინვე იყო ცნობილი, რომ ფილიპ რიკერი ამ პერიოდით რჩებოდა საქართველოში

როცა მაიკ პომპეოს ვიზიტის დეტალები განისაზღვრა, მაშინვე იყო ცნობილი, რომ ბატონი ფილიპ რიკერი ამ პერიოდით რჩებოდა საქართველოში, - ასე პასუხობს აშშ- ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ გახდა აუცილებელი აშშ- ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თბილისში დარჩენა მას შემდეგ, რაც თავად მაიკ პომპეომ ქვეყანა დატოვა.

ბაქრაძის განმარტებით, რიკერი ფარავს მიმართულებას, რომელიც ევროპას და ევრაზიას მოიცავს.

„ასე რომ, ის ახლდა სახელმწიფო მდივანს ევროპასა და ევრაზიაში, შემდგომ როცა ვიზიტი გაგრძელდა ახლო აღმოსავლეთში, ის უბრალოდ დარჩა და აქედან გაბრუნდა ვაშინგტონში. ამიტომ, ეს იყო განსაზღვრული, რომ ამ პერიოდით რჩებოდა,"- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისათვის, მას შემდეგ რაც მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა, მისი თანაშემწე ფილიპ რიკერი ოპოზიციას შეხვდა.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა