ჯანმო - გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების თითქმის ნახევარი ევროპაზე მოდის

გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების 46% ევროპაზე მოდის, - „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში გასულ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა, რასაც ორგანიზაციაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების გამკაცრებით ხსნიან. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ევროპაში გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ს წინა კვირასთან შედარებით 29 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 30 %-იანი ზრდა ავსტრიაში დაფიქსირდა, ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით კი (129 დაღუპული ყოველ 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში ბელგია ლიდერობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო