"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, არჩევნებზე არ მივიდნენ

"ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიამხარდამჭერებს მოუწოდებს, მათაც ბოიკოტი გამოაცხადონ და არ დააფიქსირონ საკუთარი ხმა არჩევნების მეორე ტურზე. ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოქალქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

„მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, არ მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბოიკოტი მეორე ტურზე. ჩვენ გესაუბრებით პარტიის, ჩვენი ბლოკის, მეორე ტურში გადასული მაჟორიტარების სახელით, მინდა მოვუწოდო ყველას, პარტიის და მათ შორის, ისნის ამომრჩევლებს. ბიძინა ივანიშვილმა ჩამოართვა მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება. არ მივდნენ, თვითონაც გამოუცხადონ ბოიკოტი. ჩვენ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში, დავწერეთ ყველამ განცხადებები, ამიტომ არ მიბრძანდეთ ჩვენო ამომრჩევლებო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის კრიმინალური აქტი, რომელიც განახორციელა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„აქციები გაგრძელდება, იქნება მასშტაბური აქციები, ცოცხალი ჯაჭვის აქციას. 21 ნოემბერს გვექნება სხვადასხვა წერტილოვანი აქციები, მათ შორის, ვგეგმავთ ცოცხალ ჯაჭვს. ვგეგმავთ, სხვადასხვა ადგილზე გამოხატვის თავისუფლებას ახალგაზრდები, ოპოზიციური პარტიები“,-განაცხადა დეკანოძიემ.

იხილეთ ვიდეო: "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, არჩევნებზე არ მივიდნენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს