ხატია დეკანოიძე - წარმოუდგენელი ირონიულობაა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გუშინ სასამართლოს პრობლემებზე საუბრობდა და პარალელურად „კლანმა“ კვლავ დანიშნა საკუთარი მოსამართლეები

წარმოუდგენელი ირონიულობაა, როდესაც გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ზუსტად სასამართლოს პრობლემებზე საუბრობდა და ამის პარალელურად „კლანმა“ კვლავ დანიშნა საკუთარი მოსამართლეები, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე 36 მოსამართლის თანამდებობაზე განწესებას.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება იყო დასტური იმისა, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს მართლმსაჯულების როლი.

„ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი მსახურები იმ რეჟიმის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის პირველ რიგში წარმოუდგენელი თავხედობა და დასტური იმისა, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს მართლმსაჯულების როლი. იმხელა წნეხის ქვეშ არის ბიძინა ივანიშვილისგან და წაშლილია ყოველგვარი ზღვარი მმართველ პარტიასა და ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე თანამდებობაზე განწესდა. უვადოდ დაინიშნა მოსამართლეთა ის ნაწილი, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ხოლო დანარჩენი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით განწესდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა 18 ნოემბერს გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა