ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს ოპოზიციის ლიდერები დეტალურად იმსჯელებენ, აქციებს რა ფორმით ჩაატარებენ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს „ლელოს" ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე აქციებზეც იმსჯელებენ და საკითხზე ერთად შეჯერდებიან. როგორც უდუმაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, „სირცხვილის დერეფანი“ არ განიხილება, რადგან არ უნდა მოხდეს ზეწოლა იმ ამომრჩეველზე, რომელიც არჩევნების მეორე ტურზე მიდის და ხმას აძლევს.

„რაც შეეხება 21 ნოემბრის აქციას, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არა რის. დღეს უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ, თუ რა ფორმით ჩავატარებთ აქციებს. ნებისმიერ შემთხვევაში, აქცია იქნება, ოღონდ კონკრეტულ ფორმაზე დღეს შევთანხმდებით. ბევრი ვერსია განიხილება, მათ შორის „ცოცხალი ჯაჭვიც“, ასევე სხვადასხვა ფორმის აქციები. დღეს ყველა პარტია საკუთარ პოზიციას წარმოადგენს და საბოლოოდ შევჯერდებით ერთ მოდელზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. „სირცხვილის დერეფანი“ არ განიხილება, რადგან ჩვენი ამომრჩეველია თუ სხვისი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა იმ ამომრჩეველზე, რომელიც მიდის და ხმას აძლევს“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ლელოს" ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა