„ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

„ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე 21 ნოემბერს დაანონსებული აქციის ფორმაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე “სირცხვილის დერეფნები” არ იქნება.

„დღეს გვაქვს მორიგი შეხვედრა, სადაც ჩვენი საპროტესტო ღონისძიებების დაგეგმვას შევეცდებით. მოგეხსენებათ, 21-ში არის მეორე ტური და ჩვენ გვინდა ერთიანი საზოგადოებრივი პროტესტი მეორე ტურის პარალელურადაც მოვახერხოთ და დავაორგანიზოთ. ეს პროტესტი მოიცავს ყველა შესაძლო ფორმას, რომელიც არის კანონის ფარგლებში. ოპოზიცია ჯერ არ შეთანხმებულა იმ ფორმაზე, რა ფორმითაც ჩავატარებთ აქციას, თუმცა რაც ვიცი, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ “სირცხვილის დერეფნები” საარჩევნო უბნებზე “ლელოს” და “ერთიანი ოპოზიციის ფორმატში არ მოეწყობა. თუ ვინმე ამას ინდივიდუალურად გააკეთებს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროტესტის ასეთ ფორმას და მიგვაჩნია არაპროდუქტიულად და არაკონსტრუქციულად“, - განაცხადა ბუაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურში უბნებზე “ლელოს” წარმომადგენლები არ იქნებიან.

“ვინაიდან მეორე ტურში არ ვმონაწილეობთ, ცხადია “ლელოს” წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ იქნებიან. ამ ტყუილში მონაწილეობას არ ვაპირებთ არცერთი ფორმით, მათ შორის, არც დამკვირვებლების გაგზავნით”,- განაცხადა ბუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა