შემოსავლების სამსახური - გადასახადის 9 238 გადამხდელს 73 მილიონი ლარი ავტომატურ რეჟიმში უკვე დაუბრუნდა

ეკონომიკის სტიმულირების, ასევე, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დეკლარაციების შესაბამისად, 9 238 გადასახადის გადამხდელს, კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხა ავტომატურ რეჟიმში, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე უკვე დაუბრუნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დაბრუნებული თანხის საერთო ოდენობამ 73 მილიონი ლარი შეადგინა.

მთავრობის აღნიშნული ინიციატივით, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება.

გადაწყვეტილება ეხება 2020 წლის 16 ნოემბრიდან წარმოშობილ ზედმეტად გადახდილ თანხებს (ე.წ. ,,მწვანე ბარათზე“, შესაბამის რისკზე დაფუძნებული მიდგომით მიღებული შესამცირებლად გაანგარიშებული დღგ-ის თანხას).

„ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა ავტორიზებულ გვერდზე - eservices.rs.ge მოქმედი/აქტიური საბანკო ანგარიშის მოწოდების მიზნით, უკვე გაიგზავნა სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინება, რათა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხის დაბრუნება ავტომატურად განხორციელდეს.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადასახადის გადამხდელებს დროულად უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა.

რაც შეეხება 2020 წლის 16 ნოემბრამდე დეკლარირებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს, რაც ასახულია გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე. აღნიშნული თანხა პირს შეუძლია დაიბრუნოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის საფუძველზე ან მიმართოს საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

დღგ-ის ზედმეტობების სწრაფი, მარტივი და ყოველგვარი ბარიერების გარეშე დაბრუნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის,”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო