პოლიციამ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

უწყების ინფორმაციით, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 1972 წელს დაბადებული ბ.წ. ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა. ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს. მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა