ერევანში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 24 მონაწილე დააკავეს

ერევანში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 24 მონაწილე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დღეს ერევნის სხვადასხვა ნაწილში საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტების ნაწილმა დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა გადაკეტა.

შეგახსენებთ, ერევანში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო