გიგა ბოკერია - ბატონ გახარიას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ქვეყანა ასეთ კრიზისში არ შესულიყო - ახლა უნდა იზრუნოს, რომ იყოს ახალი, ნორმალური არჩევნები

ბატონ გახარიას, ივანიშვილის ამ გამორჩეულ „კლოუნს", ყოველ შემთხვევაში თანამდებობით, თუ რაიმე წონა ჰქონდა, უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ქვეყანა ასეთ კრიზისში არ შესულიყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გახარიას ადრე უნდა ეფიქრა ამ ყველაფერზე.

„ახლა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ იყოს ახალი, ნორმალური არჩევნები. ეს არის მისი პასუხისმგებლობა, ფორმალურად მაინც. რეალურად რომ ეს პასუხისმგებლობა არ აქვს, ყველამ ვიცით, იმიტომ, რომ ივანიშვილის გარშემო მხოლოდ პოლიტიკური არარაობები არიან“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება და თითოეული დეპუტატი იაზრებს პასუხისმგებლობას და ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს და იმ პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა