გიგი უგულავა - არანაირად არ ეხება გიორგი გახარიას, ვინ შევა პარლამენტში და ვინ-არა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, გიორგი გახარიას არანაირად არ ეხება, ვინ შევა ან არ შევა პარლამენტში.

„არ გაგეყალბებინათ მეგობრებო არჩევნები, არ გეძალადათ, არ გადაგეწერათ ოქმები და ასეთ შემთხვევაში ბატონი გახარია დღეს გადაბარებით იქნებოდა დაკავებული. ძალაუფლება მიტაცებული გაქვთ და არანაირად არ ეხება გახარიას, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა. ფაქტია, ისინი მარტო ისხდებიან პარლამენტში და ის პარლამენტი მარტო ვერ გაძლებს“,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება და თითოეული დეპუტატი იაზრებს პასუხისმგებლობას და ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს და იმ პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა