გიგი უგულავა - ივანიშვილის პირობებში, სასამართლოს ნაცვლად, მივიღეთ ყურმოჭრილი მონსტრების კორპორაცია

ივანიშვილის პირობებში, სასამართლოს ნაცვლად, მივიღეთ მონსტრების კორპორაცია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 36 მოსამართლის თანამდებობაზე განწესებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა პარტნიორ ქვეყანაში თანხმდებიან იმაზე, რომ სასამართლო რეფორმა არათუ ჩავარდა, არამედ ქვეყანამ „ყურმოჭრილი მონსტრების კორპორაცია“ მიიღო.

„მთელ მსოფლიოში, ვისაც საქართველო აინტერესებს და საქართველოს შესახებ ინფორმაციას იღებს, მათში აბსოლუტური, სრული კონსენსუსია, რომ ჩვენ საბოლოოდ ივანიშვილის პირობებში, სასამართლოს ნაცვლად, მივიღეთ პირდაპირი მნიშვნელობით მონსტრების კორპორაცია. აღარავინ დავობს, არც ერთი საქართველოს პარნტიორი ქვეყანა, რომ სასამართლო რეფორმა არათუ ჩავარდა, პირველი, მეორე მესამე ტალღები რომ იყო, არამედ ივანიშვილისეული რეფორმის შემდეგ, პირდაპირ გავაფორმეთ აბსოლუტურად ყურმოჭრილი მონსტრების კორპორაცია,“- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე თანამდებობაზე განწესდა. უვადოდ დაინიშნა მოსამართლეთა ის ნაწილი, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ხოლო დანარჩენი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით განწესდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს