კახაბერ საბანაძემ ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, შეხვედრა ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ჯონ მანზასთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობას.

კახაბერ საბანაძემ ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში საზღვაო სურათის აღქმის გაუმჯობესების მიმართულებით საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) როლზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების პროცესის მიმდინარეობის კუთხით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის დასასრულს, კახაბერ საბანაძემ ჯონ მანზას მადლობა გადაუხადა ალიანსის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ონლაინ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა