დავით ჭიჭინაძე - ბოიკოტი ის გარდაუვალი რეალობაა, რომელმაც ახალი არჩევნები უნდა  მოიტანოს

ხალხი იმ დონემდე მიიყვანეს, რომ სულ აღარ დასჭირდება პოლიტიკური ძალები, ქვეყანა მშიერი ბუნტისთვისაა განწირული! , - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოიკოტი არის გარდაუვალი რეალობა, რომელმაც ახალი არჩევნები უნდა მოიტანოს.

„ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, რომ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ჭიჭინაძე აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს, ელისაშვილი, ბოკერია, ან ბურჯანაძე... ხალხი არ აღიარებს იმ მოცემულობას, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება სთავაზობს. ხალხი ვეღარ ხედავს „ ოცნებასთან“ ერთად კრიზისიდან გამოსვლის გზას და აღარ ენდობა მათ. ხალხშია ცვლილებების მოთხოვნა, ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ამიტომ, სწორედაც რომ ხალხს ვეღარ გააჩერებენ!

თუ არა და დასრულდება ეს საარჩევნო ბატალიები და რას შესთავაზებს „ოცნება“ მოსახლეობას?!“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, რეალობა კი ის არის, რომ ქვეყანას ეკონომიკური რესურსი არ გააჩნია - ლარი უფასურდება, ფასები კატასტროფულად იზრდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა