ეროვნული ბანკი საქართველოს საგარეო მოწყვლადობის შეფასებაზე მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი საქართველოს საგარეო მოწყვლადობის შეფასებაზე მორიგ კვლევით ნაშრომს აქვეყნებს.

სებ-ის განცხადებით, კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევით ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებული იქნება ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

მომდევნო კვლევითი ნაშრომი "საქართველოს საგარეო მოწყვლადობის შეფასება" სებ-ის მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომლებმა ყოფილ კოლეგასთან, ზვიად ზედგინიძესთან ერთად მოამზადეს, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველია. კვლევის მიზანს საქართველოს საგარეო მოწყვლადობის შეფასება წარმოადგენს. საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ღია ეკონომიკები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტითა და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან საგარეო შოკების მიმართ. შესაბამისად, ადრეული გაფრთხილების სისტემის განვითარებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შეფასებაში. გაზრდილი საგარეო მოწყვლადობის გამოსავლენი ინსტრუმენტის შესამუშავებლად სამ-ეტაპიანი მიდგომა გამოვიყენეთ, რომელიც საქართველოს ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. პირველი ეტაპზე განისაზღვრება საქართველოსთვის გაზრდილი მოწყვლადობის პერიოდები Exchange Market Pressure (EMP) ინდექსის გამოყენებით. მეორე ეტაპი საგარეო მოწყვლადობის ზრდის დასადგენად საუკეთესო ინდიკატორების გამოვლენას ითვალისწინებს. ბოლო, მესამე ეტაპზე კი ხდება მიღებული ინდიკატორების გაერთიანება და საერთო საგარეო მოწყვლადობის ინდექსის (External Vulnerability Index, EVI) შემუშავება. შედეგები გვიჩვენებს, რომ აღნიშნული ინდექსი წარმატებით ახდენს გაზრდილი საგარეო მოწყვლადობის დროულად გამოვლენას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევითი ნაშრომის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა