„მრავალეროვანი საქართველო“ პრემიერ-მინისტრსა და საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მოძრაობა ითხოვს დამკვირვებლებსა და მათ გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირებზე არ გავრცელდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670-ე დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები.

„საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს, რომ მიმდინარე წლის 21-22 ნოემბერს, არჩევნების მონიტორინგის პროცესებში გამონაკლისი დაუშვან. ჩართულ დამკვირვებლებსა და მათ გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირთათვის, რათა მათზე არ გავრცელდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670-ე დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები, რიგ ქალაქებში და მეორე ტურზე დაკვირვების განმავლობაში შეძლონ დაუბრკოლებლად გადაადგილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო