საბა ბუაძე - ჩვენი ძირითადი სამუშაო კონტურები ხელახალი არჩევნების ირგვლივაა, სხვა ყველაფერი მოლაპარაკების საგანია

ჩვენი ძირითადი სამუშაო კონტურები ხელახალი არჩევნების ირგვლივაა, სხვა ყველაფერი მოლაპარაკების საგანია , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ბუაძე განმარტავს, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე წინადადებებით არ მისულა.

„ამერიკელების და ევროპელების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მეშვეობით, ეს მოლაპარაკებები შედგა, ჩვენ მივედით კონკრეტული წინადადებებით, „ქართული ოცნება“ მოვიდა „ბელეტრესტიკით“ და ბლა-ბლათი, არაფერი არ მოუტანიათ, ისევ აგრესიული რიტორიკა იყო შიგნითაც, გარეთაც, თავის მოტყუება. თუ ჩემი წინადადება არ მოგწონს, შენ უნდა მოიტანო კონტრწინადადება. არ მომწონს, ხელახალ არჩევნებს არ შევეგუები, მორჩა და წერტილი - ასე შეუძლიათ ერთმანეთი მოატყუონ, მაგრამ ცივილიზებულ მოლაპარაკებებში ასე ხდება: როცა ჩემი შემოთავაზება მისაღები არ არის, შენ უნდა მოიტანო შენი შემოთავაზება. ჩვენი ქოლგა, ჩვენი ძირითადი სამუშაო კონტურები ხელახალი არჩევნების ირგვლივაა, ჩვენ ამ შეთხვევაში მოქნილები ვართ და ვამბობთ, უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობის პირობებში, სხვა ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. სხვა ყველაფრისთვის ჩვენ მზად ვართ, გახსნილი ვართ. პოლიტპატიმრების ბედით რომ არ ვივაჭრეთ, ეს ცხადია და ასაკოვანი ადამიანების თავისუფლებით, რომლებიც წინასაარჩევნი პიარისთვის დაიჭირეს, რომ ეთქვათ, გარეჯი საქართველოა. ეტყობა, თვითონ დაავიწყდათ, გარეჯი რომ საქართველოა, დანარჩენმა საქართველომ ეს კარგად იცის, რომ გარეჯი ჩვენი განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა ბუაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო