მაიკ პომპეო პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი გახდა, რომელიც გოლანის მაღლობებზე იმყოფებოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც გოლანის მაღლობებზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება.

„პომპეომ გოლანის მაღლობზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბი აშკენაზისთან ერთად იმყოფებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა მოინახულა ისრაელის დასახლება პსაგოტი, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

ცნობისთვის, 2019 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელის ახალი რუკა გამოაქვეყნა, რომლის ნაწილად აღნიშნულია გოლანის მაღლობები.

მაშინ „დოიჩე ველე“ წერდა, რომ რუკაზე შესწორებები შევიდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

გასული წლის 25 მარტს ამერიკის ლიდერმა ფორმალურად აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე და შესაბამის დეკლარაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თანდასწრებით მოაწერა ხელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო