ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება

ჩრდილოეთ ირლანდიაში 27 ნოემბრიდან კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეზღუდვების ფარგლებში არააუცილებელი მაღაზიები, ბარები და რესტორნები დეკემბრის შუა რიცხვებამდე დახურული იქნება. ამასთან, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გატანის სერვისით სარგებლობა. აღნიშნულ პერიოდში დასასვენებელ და გასართობ ობიექტებს დახურვა მოუწევს სკოლები კი ღია დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში გარკვეული შეზღუდვები ამჟამადაც მოქმედებს, თუმცა 27 ნოემბრიდან მათი ნაწილის მოხსნა იგეგმებოდა, მაგალითად, ბარები და კვების ობიექტები 27 ნოემბრიდან უნდა გახსნილიყო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სილამაზის სალონები და ავტომობილის მართვის სასწავლო კურსები დაგეგმილისამებრ, 27 ნოემბერს განაახლებენ მუშაობას, მაგრამ მხოლოდ 1 კვირით.

ჩრდილოეთ ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრის, რობინ სვენის განმარტებით, საკარანტინო ზომების დაგვიანებით დაწესება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას გამოიწვევს.

ჩრდილოეთ ირლანდიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს