გადაუდებელი სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო 20 ნოემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩების მოსახლეობას.

„სამგორის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ჯავახეთის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლება, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II კვარტლის (ნაწილობრივ), ღლონტის, ფრანგულიანის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო