კალიფორნიისა და ოჰაიოს შტატებში ე.წ. ღამის კომენდანტის საათი წესდება

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ხვალიდან ე.წ. კომენდანტის საათი წესდება.

შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსონის განცხადებით, ღამის 10-დან დილის 5 საათამდე აიკრძალება ყველა აუცილებელი სამუშაო, ასევე მოქალაქეებს სახლიდან გასვლის უფლება არ ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.

შეზღუდვა ძალაში 21 დეკემბრამდე დარჩება და შტატის 58 ოლქიდან 41-ს შეეხება, სადაც კალიფორნიის მოსახლეობის 94 პროცენტი ცხოვრობს.

ე.წ. ღამის კომენდანტის საათი წესდება ოჰაიოს შტატშიც. სადაც ხვალიდან, მომავალი 21 დღის განმავლობაში, ღამის 10-დან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება და მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ საკვების შეძენის, სამედიცნო მომსახურების მიღების ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ექნებათ.

შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 მილიონს, დაღუპულთა რიცხვმა კი 250 000-ს გადააჭარბა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა