ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და დღეს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დღეს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიძემ განუცხადა, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.

„მდგომარეობა უცვლელია, დღის განმავლობაში ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები, რისი შედეგებიც საღამოს იქნება ცნობილი. დაავადების მიუხედავად მხნედ არის, განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა უცვლელია“,-აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, ჰოსპიტალიზებულია.

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. მას აღენიშნება ორმხრივი კოვიდ პნევმონია, უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

იხილეთ ვიდეო: როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ინფექციურ საავადმყოფოში განმარტებას აკეთებენ

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა