არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში და კომპანიაში „ნატურალ 7“ იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო. მისი განცხადებით, დღეისათვის, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 41 ათას ტონაზე მეტი ვაშლი, რის შედეგადაც, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

„მოგეხსენებათ, წელს ვაშლის უხვი მოსავალია. ექსპორტირებული ქართული ვაშლის რაოდენობა 4,700 ტონაზე მეტია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 11-ჯერ აღემატება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

„ნატურალ 7“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. საწარმო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარეობს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს