აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები აღდამის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის არმიის სამხედრო შენაერთები მთიანი ყარაბაღის აღდამის რაიონში შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღდამის რაიონში შესვლა სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი კადრები დღეს მოგვიანებით გავრცელდება.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე აღდამის რაიონი 20 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა