ცესკო პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.

ცესკოს ინფორმაციით, კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები 08:30 საათიდან გაიმართება.

„საზოგადოების დროულად ინფორმირების მიზნით, ცესკოში ბრიფინგები რამდენიმე საათში ერთხელ ჩატარდება და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ისე ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე. 21 ნოემბერს 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2-51-00-51) და ონლაინ ჩატი. ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მიიღოს პასუხი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 საათი, 12:30 საათი, 17:30 საათი, 20:30 საათი. განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა