ირმა ინაშვილი - ჩვენი პოზიცია არის ურყევი - ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს

ჩვენ ცალკე ფორმატში შევხვდებით ელჩებს, სხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი პარტიის პოზიცია არის ურყევი - ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ, დამახინჯებული რეგლამენტის მიღებით, ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის ყველანაირი ბერკეტი წაართვა.

„მთავარი შეკითხვა ყველამ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, პოლიტიკოსებმაც და ჩვენმა საზოგადოებამაც, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება?! ქვეყანაში, სადაც არჩევნებს აყალბებენ, ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ და შევდივართ პარლამენტში თუ გვინდა ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ბოლოს და ბოლოს ვატარებთ სამართლიან არჩევნებს?! ჩვენი პარტიის პოზიცია არის მყარი, ჩვენ ცალკე ფორმატში შევხვდებით ელჩებს, სხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი პოზიცია არის ურყევი. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ჩვენ არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ ყალბდება არჩევნები ქვეყანაში - ამაზე ყველა თვალს ხუჭავს და შევდივართ პარლამენტში და მხიარულად ვაგრძელებთ მუშაობას, სადაც სხვათაშორის ოპოზიციას ყველანაირი ბერკეტი წაართვეს საპარლამენტო საქმიანობის დამახინჯებული რეგლამენტის მიღების შედეგად. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. მთელი პოლიტიკური სისტემაა შესაცვლელი და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ნორმალური პოლიტიკური სისტემა ავაშენოთ ქვეყანაში“, - განაცხადა ინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო